საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადებთან დაკავშირებით

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით:

 

გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ახალ სასწავლო პლატფორმაზე uni.tsu.ge.

შესასვლელად მომხმარებელსა და პაროლში უთითებთ პირად ნომერს და შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ პაროლი.

იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება;

 

  • გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 17:00 საათზე.
  •  სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ 27 თებერვალს, 17:00 საათიდან;
  • სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 28 თებერვალს 15:00 საათზე;
  • სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ. გვერდზე განთავსდება - 5 მარტს 17:00 საათზე, ხოლო სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათიდან;
  • უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 7 მარტს 17:00 საათზე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 26 თებერვალს, 17:00 საათზე.
  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სალექციო ნაკადების არჩევას სტუდენტები  შეძლებენ 29 თებერვალს, 13:00 საათიდან;
  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება  28 თებერვალს, 17:00 საათიდან;

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=L-GjufZEWfY

 

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მხოლოდ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge შეტყობინებების კატეგორიიდან - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

მიაქციეთ ყურადღება, სამართლის საბაკალავრო პროგრამაში შევიდა ცვლილება. სასწავლო კურსი ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“ - 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის წარმოადგენს სავალდებულო საგანს.

 

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულის შესახებ უნდა მოგვმართონ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 1 და 2 მარტს. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 4 მარტისა.

 

ასევე, დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 4 მარტისა უნდა მოგვმართოტ ახალი სასწავლო პორტალიდან uni.tsu.ge, კატეგორიიდან „დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განცხადებაში მიუთითეთ სასურველი კრედიტების რაოდენობა.

 

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათზე.

 

 

იურიდიული ფაკულტეტი წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია

თარიღი: 14/02/2024